საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 19 ივნისი 2024
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.

მისი თქმით, ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.


„2023 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ 4849 განცხადება შემოვიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე განხორციელდა 17 567 ზარი. ადამიანის უფლებათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა 79 რეკომენდაციით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს წარედგინათ. მომზადდა 3 საკონსტიტუციო სარჩელი, „სასამართლოს მეგობრის“ 23 მოსაზრება და გაიგზავნა 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა.

ლევან იოსელიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. 2022 წელს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში 281 რეკომენდაციით, ხოლო პარლამენტსა და პრეზიდენტს 63 წინადადებით მიმართა.

„რეკომენდაციებიდან სრულად შესრულდა 11%, ნაწილობრივ - 19%, არ შესრულდა - 52%, უწყების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის მიზეზით ვერ შესრულდა 6 %, ხოლო ობიექტური მიზეზით - 10%“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ იმ ტენდენციებზეც ისაუბრა, რაც ხელისუფლების მხრიდან 2023 წლის მანძილზე სათანადო და დროულ რეაგირებას საჭიროებდა. მან მიმოიხილა პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებსა და საცხოვრისებში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ასევე ისაუბრა საანგარიშო პერიოდში თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მისივე ინფორმაციით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

ლევან იოსელიანმა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოქალაქეთა უკანონო დაკავებასა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკაზე.

ლევან იოსელიანის ინფორმაციით, კვლავ გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა.

სხდომაზე საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებსა და ფემიციდის შემთხვევებს.

„2023 წელს, ქალების მკვლელობის 24 და მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტი გამოვლინდა. მინდა მწუხარება გამოვთქვა მიმდინარე წლის მაისში 4 ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობის შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებსა და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოებისა და თანასწორობის უფლებებს, რომელთა დაცვა ყველა ჩვენგანის მიზანია. თუ ამ ორ რიცხვს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ საქართველოში 2023 წელს თითქმის ყოველ კვირას ერთ ქალს ან კლავდნენ ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რაც ვფიქრობ, ძალიან საყურადღებოა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველის თქმით, სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, მისი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბავშვთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 5, 2 %-ით გაიზარდა. ასევე მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი.

„დადებითად უნდა შეფასდეს ხანდაზმულთა უფლებების ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა, თუმცა სტრატეგიულ დოკუმენტებში საკითხების ასახვაზე მეტად ამ მიმართულებით აქტივობების დროული განხორციელებაა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R