საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 08 მაისი 2026
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განახლებული რეგულაციების დადგენას ითვალისწინებს.
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ოჯახს ან პირს, რომელსაც ბავშვის შვილად აყვანა სურს, დაევალება სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის ნაცვლად  ზრუნვის სააგენტოში ის დოკუმენტები წარადგინოს, რომლებსაც ამ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაამტკიცებს. 
 
კანონპროექტის თანახმად, პროცესის პირველ ეტაპზე (შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია) და მომდევნო ეტაპზე (შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადება) მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზანს ემსახურება.
 
მინისტრის ბრძანებით დადგენილ დოკუმენტაციაში იგულისხმება: პირის/ოჯახის შემოსავლების, ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, მათ შორის, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია.
 
პროექტში მოცემულია გარდამავალი რეგულაციები.
 
„ჩვენი მიზანია, რომ შვილად ამყვანთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მდგომარეობა არ გაუარესდეს. აქედან გამომდინარე, იმ 1500 ოჯახს თუ მშვილებელ პირს, რომელიც დღეს ბაზაშია, პირველი ეტაპის დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება, ვინაიდან მათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  შესაბამისი ამონაწერი უკვე წარდგენილი აქვთ.  მათ ასევე აღარ მოუწევთ ყოველწლიურად განმეორებით გაიარონ გადამოწმება და წარუდგინონ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მათი მატერიალური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი. რაც შეეხება ბოლო ეტაპს, როცა შვილად აყვანაზე მიდგება საქმე, ისინი ვალდებულები იქნებიან თანაბრად, ზოგადი წესით წარმოადგინონ ის  დოკუმენტები, რომლებიც მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული“, - აღნიშნა მომხსენებელმა. 

კანონპროექტის თანახმად,  მშვილებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გაუვლია შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, ვალდებული იქნება, გაიაროს აღნიშნული კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სააგენტოს წარუდგინოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R