საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

ფრაქციები 09 მარტი 2021
ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრები, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები პარლამენტის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ და საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„რამდენიმე დღის წინ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ და დღემდე მთავარ კითხვებზე არ არის პასუხი გაცემული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური, მეორე შეკითხვა - ამ ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები იკავებდნენ თუ არა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს ჩანაწერის გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა ისინი სახელისუფლებლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი, რომ ჩვენს მიერ და საზოგადოებაში დასმულ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე იყოს პასუხები. შესაბამისად, ჩვენი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ შეიქმნას საგამოძიებო დროებითი კომისია. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, რათა დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა არის საჭირო საგამოძიებო კომისიის ინიცირებისთვის და კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა. ჩვენი მიმართვის პირველი და მთავარი ადრესატი „ქართული ოცნებაა“, რადგან მათ ინტერესშია არსებულ კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სწორედ პარლამენტს აქვს რეალური ბერკეტი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიბაროს და გამოკითხოს ყველა ის პირი, რომლებიც გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს.

„ლოგიკური იქნებოდა პირველივე წუთიდან პროკურატურას დაეწყო გამოძიება. ეს რომ არ მოხდა, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ ვითხოვთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარლამენტს აქვს რეალური ბერკეტი დაიბაროს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩანაწერების მონაწილეა და დაიბაროს ასევე ის ადამიანები, ვისზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა და უშუალოდ პირველწყაროსგან მოისმინოს როდის, რა და როგორ მოხდა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R