საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

მნიშვნელოვანი სიახლეები 14 დეკემბერი 2020
არჩილ თალაკვაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თომას მიულმენთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აგრეთვე, იმსჯელეს პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ტურიზმის აღდგენის აუცილებლობაზე.

ხაზი გაუსვეს ორმხრივ ინტერესს, გაფართოვდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და მოხდეს საქართველოში ავსტრიული ბიზნესისა და ინვესტიციების ზრდა.

მხარეებმა ისაუბრეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ელჩმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირი-ს დასკვნა ჩატარებული არჩევნების შესახებ, არის ოქროს სტანდარტი და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი იძლევა.

არჩილ თალაკვაძემ ელჩთან განიხილა ის შესაძლებლობები, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების გადასამოწმებლად. ასევე, ხაზი გაუსვა ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან საქართველოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R