საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე და ლევან ქარუმიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2024
არჩილ თალაკვაძე და ლევან ქარუმიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდნენ
პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები მიმოიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას და განვითარებას უკავშირდება.
 
„სტუმრებს საქართველოს პროგრესზე ვესაუბრე და ის მიღწევები გავაცანი, რაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის, უსაფრთხოების დაცვის და ეკონომიკური კუთხით აქვს. ვისაუბრეთ გამოწვევებზეც - ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და დეოკუპაცია, რეგიონში არსებული ვითარება, რისკები და საფრთხეები. ვისაუბრეთ შიდაპოლიტიკურ საკითხებზეც. პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციის წევრებმა, შეხვედრაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატებები და ის, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა უსაფრთხოების გამოწვევებს - დადებით შეფასებას იმსახურებს. კოლეგებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეფორმები და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის სიახლეებიც გავაცანით, რაც თავისუფალი და მაღალი სანდოობის მქონე არჩევნების ჩატარებას უკავშირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოზიტიურია და მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად.
 
საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 9 ქვეყნას აერთიანებს, ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით საქართველო 2014 წელს შეუერთდა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R