საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„აუცილებელია, ერთ დიდ შეცდომას მეორეც არ მოჰყვეს“ - საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ბიძინა გეგიძე ეხმაურება

20 ივნისი 2019
„აუცილებელია, ერთ დიდ შეცდომას მეორეც არ მოჰყვეს“ - საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ბიძინა გეგიძე ეხმაურება

ვაკის მაჟორიტარი და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
 
გეგიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების დასმა ყოვლად მიუღებელია და ეს ინციდენტი სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში.

„ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან რუსი დეპუტატების მოსმენა და ასამბლეის ოკუპანტის ენაზე გახსნა. აღნიშნული ინციდენტი ყველანაირად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის პრიციპებს და აუცილებელია დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამასთან, მესმის მოთხოვნები რუსი დეპუტატების გაძევების თაობაზეც, რაც იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. რაც მოხდა, სამწუხაროდ, ვეღარ გამოსწორდება, თუმცა, ასამბლეაზე მოწვეული პირების გაძევება ყველანაირად ეწინააღმდეგება მასპინძლის სტატუსს და, რაც მთავარია, კონფლიქტშია პოლიტიკურ, დიპლომატიურ და საერთაშორისო ნორმებთან. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ერთ დიდ შეცდომას მეორეც არ მოჰყვეს და გადაწყვეტილება მივიღოთ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღევანდელი ინციდენტი ჩემთვის, როგორც დეპუტატისა და საქართველოს მოქალაქისთვის, სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R