საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი, თეა წულუკიანი და მზაღო დოხტურიშვილი ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენით დაჯილდოვდნენ

მედია და საზოგადოება 08 Jul 2023
დავით სონღულაშვილი, თეა წულუკიანი და მზაღო დოხტურიშვილი ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენით დაჯილდოვდნენ

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს ფრანკოფონიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენი „პლეადა“ გადაეცათ.


ჯილდო, მათ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გადასცა.


„ჩემთვის დიდი პატივია, ვიღებდე და ვატარებდე ასეთ მნიშვნელოვან ჯილდოს. სრულად ვაცნობიერებ, რომ ეს, ერთი მხრივ, ძალზედ საპატიოა, ხოლო, მეორე მხრივ, მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ფრანკოფონიის განვითარებისთვის ჩვენმა წინა თაობებმა ძალა არ დაიშურეს და ამ პროცესს არც ჩვენ მოვაკლებთ ძალისხმევას. მოხარული ვარ, რომ შევძელით და ვუმასპინძლეთ ფრანკოფონიის დიდ ოჯახს და მსოფლიოს რუკაზე საქართველომ საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრა. თქვენ ფართოდ გაგვიღეთ თქვენი ერთობის კარი და მზად ვართ ღირსეულად ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის და დაფასებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საქართველოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R