საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

მედია და საზოგადოება 02 ივნისი 2026
დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს.


2025 წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტი 6.0%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა. მისივე თქმით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.


მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს ეკავა. 2024 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.4%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 13.4%-ით გაიზარდა.


როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11.2%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

მისივე თქმით, 2025 წელს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირი იყო. მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6%-ს შეადგენდა. ექსპორტის მიმართულებით ევროკავშირის წილი 12.0% იყო, რომელიც წინა წელთან შედარებით 52.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მხრივ, ევროკავშირის წილი 25.4% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.


გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 856 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასი შეადგინა, რაც 2024 ანალოგიურ მონაცემზე 8.4%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნები IV ადგილზეა და 499.9 ათას პირს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 6.2%-ით მეტს. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 265 მილიონი დოლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა 660.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.


როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2025 წელს წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 688 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.


გიორგი კაკაურიძის თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 28 მილიარდ 468 მილიონ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7% იყო. ასევე, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ შეადგინა 100.8%, ხოლო გადასახდელების შესრულებამ - 99.2%. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 23 მილიარდ 991 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%-ია.


მომხსენებელმა ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ყველა სამინისტროს დაგეგმილთან მიმართებით კარგი ათვისების მაჩვენებელი ჰქონდა.


სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.


წარმოდგენილი ანგარიშები დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ცნობად მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R