საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინა

მედია და საზოგადოება 01 მაისი 2025
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს გაწეული საქმიანობისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.


მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სამედიცინო დახმარებას, პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სოციალური ინიციატივების დაფინანსებას. ასევე, არასრულწლოვნებისთვის სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსებას.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან რეინტეგრაციის პროგრამაში.

„დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ სარეინტეგრაციო სერვისებით“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სხდომაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კაიკაციშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის წევრ უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ახალი პოლიტიკის დოკუმენტზე. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდება რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობა, დიასპორასთან ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„სახელმწიფოს მხრიდან მიგრანტთა დაბრუნების ხელშეწყობა და მათი საქართველოში რეინტეგრაცია, სახელმწიფო დიასპორული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორი თამთა ბაბუნაშვილი, გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინატორი ნათია კვიციანი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

მსგავსი

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R