საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა სეფაშვილი ინტერნეტ მმართველობის  ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა  

მედია და საზოგადოება 30 ნოემბერი 2021
ეკა სეფაშვილი ინტერნეტ მმართველობის  ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა  

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, ინტერნეტ მმართველობის  ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. 

 

თემატური სესიის „დეზინფორმაცია: გამოწვევები  საქართველოს ინტერნეტ სივრცეში“  ფარგლებში, მან მონაწილეებს მოხსენებით მიმართა, სადაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში  პარლამენტის როლზე ისაუბრა.

 

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა ამ სფეროში ცვლილებების აუცილებლობას, რათა თანამედროვეობის ახალ მოთხოვნებს და გამოწვევებს ადეკვატურად გაეცეს პასუხი.

 

მისი თქმით,  ცვლილებების მომზადების პროცესი ფართოდ ინკლუზიური იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, მედიასაშულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

 

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსებული ყოველწლიური კონფერენციაა, რომელსაც დღეს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან.

 

ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia).

 

ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ასევე ფორუმის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).

 

ფორუმი ყოველწლიურად 200-მდე ადამიანს აერთიანებს და თავს უყრის ინტერნეტ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს.

 

ფორუმი მრავალმხრივი პლატფორმაა ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წლის განმავლობაში წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R