საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 ოქტომბერი 2022
ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის თემატური მომხსენებლის რანგში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე, სამუშაო შეხვედრა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან გამართა.


შეხვედრაზე პარლამენტის მიერ 2022 წლის მარტში მიღებული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები და მოსაზრებები მიმოიხილეს.
მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკაზე იმსჯელეს და განიხილეს, თუ როგორი იყო სასამართლო პრაქტიკა კანონის მიღებამდე და როგორ შეიცვალა კანონის მიღების შემდეგ.


საუბარი ასევე შეეხო კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით არსებულ მთავარ გამოწვევებს.


„მომხმარებლის სამართლებრივი დაცვა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი პირობაა სამომხმარებლო დავის გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკის გაზიარება შესაძლებლობას იძლევა კომპლექსურად გაანალიზდეს სწორი მიდგომები და მიღებული იქნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ობიექტურ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility) უწევს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R