საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა სეფაშვილმა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 28 სექტემბერი 2022
ეკა სეფაშვილმა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ამ თემაზე მომუშავე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

ეკა სეფაშვილი მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თემატურ მომხსენებლად არის დანიშნული და ამდენად, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა. პარლამენტმა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ წელს მიიღო.

 

ეკა სეფაშვილის განცხადებით, პარლამენტმა თემატური მომხსენებლის დანიშვნით საპარლამენტო კონტროლის აღსრულების შესაბამისი ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი, თუ როგორ ხდება რეალურად ამ კანონის აღსრულება და, შესაბამისად, როგორ იქნება დაცული მომხმარებელთა უფლებები.

 

„შევხვდი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მომესმინა მათი მოსაზრებები, თუ რა საფრთხეებს და რა გამოწვევებს ხედავენ ამ კანონის აღსრულების დაწყების შემდეგ, 1 ნოემბრიდან, როდესაც დაიწყება კანონის აღსრულება. შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეს. ერთ-ერთი მთავარი მოსაზრება, რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა, არის ის, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომელიც მკაფიოდ განუმარტავს ბიზნეს სუბიექტებსაც და მომხმარებლებსაც მათი უფლება - მოვალეობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საჭიროებს განსაკურებულ ყურადღებას. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხები, რომელზეც კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს ამა თუ იმ მარეგულირებელი უწყების მიმართ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას უწევს ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility).

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R