საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე ისანში სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

07 აგვისტო 2020
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე ისანში სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ისანში სამი ახალი სკვერი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის მეორე კვარტლის მე-11 და მე-13 კორპუსებისა და წულუკიძის ქუჩის მეოთხე შესახვევის მეოთხე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო: ბავშვთა გასართობი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები და განთავსდა დასასვენებელი სკამები. მიმდებარე ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 262 416 ლარი დაიხარჯა. 

„ჩვენი რაიონის გამწვანებასა და ეკოსისტემაზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღია საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური აქტივობის გამოყენების კუთხით და სარეკრეაციო დატვირთვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.

დღეს, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, ისნის რაიონში სამი ახალი სკვერი გავხსენით, შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები განვიხილეთ“, - განაცხადა ისნის რაიონის მაჟორიტარმა ირაკლი აბუსერიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R