ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ
მედია და საზოგადოება 11 ნოემბერი 2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ფრაქციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, საარჩევნო პროცესები და მასში PACE-ს ზოგიერთი წევრის ნეგატიური ჩარევები, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენები, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა გამოხატეს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე შემდგომი დიალოგის მზაობა.
