საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, ისნის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

მაჟორიტარი დეპუტატები 04 ივლისი 2017
ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, ისნის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით სამდღიანი საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ ისნის რაიონის მოსახლეობას. 

ისნის რაიონში მცხოვრებ ათეულობით დევნილს, სოციალურად დაუცველს, პენსიონერს, მარჩენალდაკარგულსა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს სამი დღის განმავლობაში საშუალება აქვს მულტიპროფილურ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ, თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედიკოსებით დაკომპლექტებულ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

მოსახლეობას უტარდება ექოსკოპიური კვლევები და კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა პროფილის ექიმები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ოჯახის ექიმი, პედიატრი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი. აქციის მონაწილეებს კლინიკა სთავაზობს შემდეგ კვლევებს: ექოსკოპია, რენტგენი და კარდიოგრამა.

აქციის მხარდამჭერია ასევე „სახალხო აფთიაქი", რომელიც აქციის მონაწილეებს გადასცემს ნებისმიერი სახის მედიკამენტზე 25%-იანი ფასდაკლების ბარათებს და საჩუქრებს, პენსიონერებს კი პირველადი მოხმარების მედიკამენტები უფასოდ გადაეცემათ.

კლინიკის მომსახურების ხარისხის ხელმძღვანელ ნინო გავაშელიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ამ აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ამბულატორიულ კვლევები ჩაუტარდება, აქციის მონაწილეებს კლინიკა, მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე სამედიცინო მომსახურებების ფასდაკლების ბარათებს გადასცემს.

შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ კარდიოექოსკოპიაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ და მაღალტექნოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ერთი სისტემის ფარგლებში მხოლოდ 90 ლარად ჩაიტარონ. ნინო გავაშელიშვილმა აღნიშნა, რომ აქციას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, მსგავს ღონისძიებებს თბილისის ზღვის ჰოსპიტალი მომავალშიც დაგეგმავს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელობას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რადგან საშუალება მოგვეცა ჩავატაროთ აქცია „უფასო სამედიცინო გამოკვლევები“. ეს დიდი დახმარებაა ჩვენი რაიონის შეჭირვებული მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზღვის ჰოსპიტლის გახსნამდე ჩვენს რაიონში მრავლაპროფილური სამედიცინო დაწესებულება არ არსებობდა და დღეისათვის გადაუდებელი და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის დროული მიღება უკვე საკუთარ რაიონში პრობლემას აღარ წარმოადგენს. გარკვეულწილად პრობლემა იმითაც მოხსნა, რომ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე 112-ის ფილიალიც ფუნქციონირებს, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის დროული სამედიცინო დახმარების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა აქციის მხარდამჭერ „სახალხო აფთიაქს“ და განაცხადა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და მსგავსი ხასიათის აქციებს ახლაც ისევე გააგრძელებს, როგორც ამას აკეთებდა 2014-2016 წლებში, როდესაც თბილისის საკრებულოს წევრი იყო, ვინაიდან მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

სამდღიანი საქველმოქმედო აქცია 3 ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R