საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია

მედია და საზოგადოება 17 ივნისი 2025
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, პარლამენტის წევრები - ვლადიმერ ბოჟაძე და ირმა ზავრადაშვილი დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.


დეპუტატებმა 140-ე, 130-ე, 147-ე, 22-ე, 155-ე, მე-100 და 116-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.


„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, დიდუბის რაიონის გამგეობასთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ვესტუმრეთ, რათა ადგილზე გავეცნოთ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ჩვენ, ერთობლივად, მსჯელობის საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებთან დაკავშირებით მყისიერ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რათა განათლებისთვის სათანადო გარემო შეიქმნას. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურულ გარემოში გააგრძელონ სასწავლო პროცესი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


მისივე თქმით, შეხვედრებზე რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომელთა განხორციელება გარკვეულ დროს საჭიროებს. შესაბამისად, ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, აგრეთვე, გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით, სამუშაოების ნაწილი გაგრძელდება და მომავალი წლისთვის დასრულდება.


„ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ასევე მხარდაჭერილი იყოს გამართული ინფრასტრუქტურით. იმის ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ასეულობით სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ადგილზე საკითხების შესწავლას და გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას ვახდენთ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მისასალმებელია კომიტეტის ინიციატივა, რომელიც თბილისის ყველა რაიონში არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობას შეეხება.


„სკოლა და სასკოლო განათლება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სკოლებში განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყოს და მოსწავლეებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.


როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დიდუბის სკოლების ნაწილის ინფრასტრუქტურის დათვალიერების პროცესში პრობლემების იდენტიფიცირება ხდება.


„პრიორიტეტები განისაზღვრება თუ რა შეიძლება გაკეთდეს სექტემბრამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე და რა შეიძლება სამომავლოდ დაიგეგმოს, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს და ბავშვებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად სკოლებში ყველანაირი პირობა ჰქონდეთ“, - აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.


​დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებში ასევე იმყოფებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, თბილისის საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R