საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 10 ივნისი 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

 

კანონპროექტი 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების დასაწყისისთვის, ცალკეული კლასებისა და საგნებისთვის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ასევე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენას შეეხება.

 

ცვლილების თანახმად, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პირებსაც, რომლებსაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება აქვთ. ამასთან, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირებისთვის სავალდებულო გახდება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გარდა ამისა, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა, თუ მისი კვალიფიკაცია არ არის იმ საგნის შესაბამისი, რომლის სწავლებაც სურს, ვალდებული გახდება, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად შესაბამისი საგნის კომპეტენცია დაადასტუროს.

 

ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შეცვლა.

 

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩოშეთანხმების“ N1 ცვლილება“, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

 

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2022 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, IBRD-მა საქართველოს სესხის სახით გამოუყო 358.500.000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროგრამის მიზანია ადმინისტრაციული კაპიტალის მართვისა და განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

 

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად, საქართველოს დამატებით 100 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო რესურსი გამოუყო. მისი განცხადებით, 50 მილიონი ევრო დაუყოვნებლივ გააქტიურდა, დარჩენილი 50 მილიონი ევროს გააქტიურება კი 2025 წელს იყო დაგეგმილი. თუმცა, რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, ეს ვერ მოხერხდა. აღნიშნული თანხის ათვისების ვადა 2025 წლის 15 ნოემბერს ამოიწურა, რის გამოც ხელშეკრულებაში ცვლილება შედის და ვადა 2026 წლის 15 აგვისტომდე გახანგრძლივდება. ეს საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, უახლოეს პერიოდში გაააქტიუროს დარჩენილი 50 მილიონი ევრო.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ საკითხებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა
10 ივნისი 2026

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა

მსგავსი

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ
10 ივნისი 2026

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმება და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა
10 ივნისი 2026

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმება და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R