საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ამილახვარი: აშშ-ს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი მაღალი ხარისხის განათლებას დაეუფლონ

მედია და საზოგადოება 15 ივნისი 2022
გიორგი ამილახვარი: აშშ-ს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი მაღალი ხარისხის განათლებას დაეუფლონ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ამერიკის კულტურის ატაშეს - კრისტოფერ ანდერსონს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ახორციელებს.


„გამოვხატეთ მადლიერება იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით უწევს. მივაწოდეთ ინფორმაცია კომიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამას ექნება სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი დაეუფლონ მაღალი ხარისხის განათლებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.


კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის საელჩოსთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ათასწლეულის ფონდთან. მისივე თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.


„ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოში განათლების სფეროს მიმართულებით 30 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში, აშშ-მ საქართველოს დასახმარებლად 6 მილიარდი დოლარი გამოყო. ვაფასებთ ამერიკელი ხალხის წვლილს ქართულ განათლებაში და გავაგრძელებთ ეფექტიან, ხშირ და მჭიდრო ურთიერთობას და თანამშრომლობას ამერიკის საელჩოსთან“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R