საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი და ხათუნა კვიციანი ჩეხ კოლეგას ირჟი დრაჰოშს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 03 მაისი 2022
გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი და ხათუნა კვიციანი ჩეხ კოლეგას ირჟი დრაჰოშს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და კულტურის კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირჟი დრაჰოშს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს რეფორმებთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„გვქონდა საინტერესო და შინაარსობრივი დისკუსია ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და, რაც მთავარია, რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით. დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს როგორც მეცნიერების და უმაღლესი განათლების, ასევე პროფესიული განათლების კუთხით რეფორმების უფრო ინტენსიურ პროცესში გადასაყვანად“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივები გამოიკვეთა.

„ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ივლისიდან და ეს ასევე არის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მხარდაჭერა ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რადგან განათლება, მეცნიერება და ინოვაციები იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის ჩეხეთის პრეზიდენტობის პერიოდში“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

ხათუნა კვიციანის განცხადებით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა.

„ვისაუბრეთ სახელოვნებო რეფორმასთან დაკავშირებით, ასევე არსებულ გამოწვევებზე ვიმსჯელეთ. მათ გაგვიზიარეს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება. ასევე დავგეგმეთ კულტურის ჭრილში თანამშრომლობა“, - განაცხადა ხათუნა კვიციანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R