საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ამილახვარმა და თამარ ტალიაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს სკოლამდელი და სასკოლო განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივები გააცნეს

მედია და საზოგადოება 07 ივნისი 2022
გიორგი ამილახვარმა და თამარ ტალიაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს სკოლამდელი და სასკოლო განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივები გააცნეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ადრეული განათლების სპეციალისტს ჯესიკა ქათარინ ბრაუნს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში, ემი ქლენსის შეხვდნენ.


შეხვედრაზე განათლების სფეროს მიმართულებით საპარლამენტო ინიციატივებზე, მათ შორის, სკოლამდელი განათლების რეფორმაზე და განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შექმნაზე იმსჯელეს.

„შეხვედრა იყო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი. დავგეგმეთ მომავალი ქმედითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების მიმართულებით ჩვენი აღსაზრდელებისთვის", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდთან სკოლამდელი და სასკოლო განათლების მიმართულებით, მათ შორის, ამ სფეროებში დაწყებული რეფორმების ყველა ეტაპზე.


„დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო, სკოლამდელი განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობს ალტერნატიული, ადრეული და სკოლამდელი სერვისების შეთავაზებას ჩვენი მოსახლეობისათვის. გამოვყავით ის საჭიროებები რომელიც ჩვენს მოსახლეობას, ოჯახებს გააჩნიათ რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან თუ სხვადასხვა ტიპის გამოწვევის მქონე რეგიონებში. ჩვენი ამოცანაა სკოლამდელი განათლების სისტემა მორგებული იყოს კონკრეტულ საჭიროებებზე ჩვენი მოქალაქეების, ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. განხილვის საგანი იყო ასევე კომიტეტის მიერ განათლების კოდექსზე მუშაობის დაწყება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო განათლება. საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში მნიშვნელოვანია გაეროს განვითარების ფონდის ექსპერტების ჩართულობა ამ პროცესში, რათა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები იზიარებდეს და ეფუძნებოდეს საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ემი ქლენსმა აღნიშნა, გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს განათლებისა და მეცნიერების კოდექსის კონცეპტუალიზაციასა და განვითარებას.


„მოხარული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ყველა ბავშვისთვის და განსაკუთრებით ექვს წლამდე ბავშვებისთვის. ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად განათლების სისტემის გაძლიერებისთვის საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და ველოდებით ამ ურთიერთობის გაგრძელებას", - განაცხადა ემი ქლენსიმ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R