საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ჩაკვეტაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 28 მარტი 2025
გიორგი ჩაკვეტაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სასკოლო ლიგა როგორც მასობრივი, ისე პროფესიული სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

„სასკოლო ლიგის პროექტი თბილისის საკრებულოს ინიციატივით, 2019 წელს დაიწყო. პროექტი განვითარდა და წელს უკვე 20 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სასკოლო ლიგა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

პროექტის მონაწილეებს გამარჯვება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემაც მიულოცა.

 

ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით იმართება.

 

ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

2024-2025 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართება და მასში 500-მდე სკოლის 20 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R