გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მედია და საზოგადოება 10 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოითქვა. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთმანეთს საკუთარი ხედვა და გამოცდილება გავუზიარეთ, თუ როგორ უნდა დაძლიოს ორმა ერმა მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
