საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იაგო ხვიჩია: პარლამენტში შეგვაქვს კანონპროექტი, რომ ციხიდან გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან

მედია და საზოგადოება 08 დეკემბერი 2021
იაგო ხვიჩია: პარლამენტში შეგვაქვს კანონპროექტი, რომ ციხიდან გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ კანონპროექტი მოამზადა, რომელთან დაკავშირებითაც ჯგუფის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ბრიფინგი გამართა.


მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ბირჟა მაფიას საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცველთა მიერ ნარკოტიკული ნივთიერების „ჩადების“ ფაქტი.


„ეს საქმე გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც უნდა დადგენილიყო სტანდარტი, თუ რა არის მტკიცებულების მისაღები ფორმა, რითაც მტკიცებულება საქმეზე უნდა დამაგრდეს და მის შესაბამისად ადამიანს შეეფარდოს გარკვეული ტიპის სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ჩხრეკა და შესაბამისად ამოღება, სადაც ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის ნალაპარაკების საფუძველზე და ამასთან ჩხრეკასა და ამოღებას ესწრება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და პოლიციამ არ მიიღო არცერთი სხვა ზომა იმისათვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.


მისი თქმით, ამ საქმეზე დაკავებული ადამიანები გარკვეული პოლიტიკური პროცესების შედეგად გათავისუფლდნენ. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც იდენტური მტკიცებულებებით ციხეში სხედან, უნდა გათავისუფლებულიყვნენ.


„ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, განსაკუთრებით, საერთო სასამართლოებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განმარტეს შემდეგნაირად: ციხეში რომ მსხდარიყვნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები, ისინი დღესაც ციხეში ისხდებოდნენ და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მათ მოიგეს, ციხიდან ვერ გამოვიდოდნენ. ჩვენ გვინდა, საქართველოს პარლამენტში შევიტანოთ კანონპროექტი, რომელიც სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილებას და ადამიანები, რომლებიც ამ სტანდარტით სხედან ციხეში, კანონის უკუქცევითი პრონციპიდან გამომდინარე, გათავისუფლდნენ. ვთხოვთ საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ ამ გადაწყვეტილებას, რათა ციხიდან გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R