ილია ინჯია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2026

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე ისაუბრეს. ილია ინჯიამ სკოლის მოსწავლეებს პარლამენტისა და საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.
სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო სფეროს აქტუალურ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
