საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი ღვაწლმოსილ პედაგოგს ესტუმრნენ და სასაჩუქრე კალათა გადასცეს

18 ივნისი 2020
ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი ღვაწლმოსილ პედაგოგს ესტუმრნენ და სასაჩუქრე კალათა გადასცეს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად 139-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნონა კვასხვაძეს ესტუმრა და სასურსათო კალათა და მედიკამენტები გადასცა.

დეპუტატები ხანდაზმულ, მარტოხელა პედაგოგს თანადგომას დაპირდნენ და თაობების აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგის ინფორმაციით, მაჟორიტარები მას ყურადღების მიღმა არასდროს ტოვებენ და ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებაში.

„პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა, შეუფასებელი და ფასდაუდებელია მასწავლებლის როლი მომავალი თაობების აღზრდაში, სწორედ მასწავლებელია ის ადამიანი, ვინც ყოველდღიური, დაუღალავი შრომის შედეგად ქმნის ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის მყარ საფუძველს.

დღეს ვესტუმრეთ ერთ-ერთ დამსახურებულ და სახელგანთქმულ პედაგოგს, ქალბატონ ნონა კვასხვაძეს, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა სკოლას და არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ის უზომოდ შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე და სკოლაში გატარებულ თითოეულ დღეს, ნებისმიერი აქტივობის ამსახველ ფოტოებსა და დოკუმენტურ მასალას არქივში ინახავს. გმირული შრომისთვის და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნონას და ჩვენი სახელით სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R