საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ განათლება ჩვენი სახელმწიფოს უმთავარესი პრიორიტეტია

მაჟორიტარი დეპუტატები 16 დეკემბერი 2019
ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ განათლება ჩვენი სახელმწიფოს უმთავარესი პრიორიტეტია

ვაზისუბანში 90-ე საჯარო სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.

„ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნენ.

ირაკლი აბუსერიძემ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში გააგრძელებენ განათლების მიღებას.

„განათლება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან განათლებული თაობა ძლიერი სახელმწიფოს გარანტია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებმა მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში შეძლონ ცოდნის მიღება. სამწუხაროა, რომ სკოლა, რომელიც ათასამდე მოსწავლეზეა გათვლილი, სასწავლო პროცესის სათანადო წარმართვას შენობის სავალალო მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, აქტიური კომუნიკაცია შედგა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რის შედეგადაც სკოლაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება საგანმანათლებლო სივრცე, მოპირკეთდება ეზო, მოეწყობა სააქტო და სპორტული დარბაზები. მომავალი წლისთვის მოსწავლეებს სწავლისთვის ღირსეული პირობები ექნებათ" - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R