საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

მაჟორიტარი დეპუტატები 07 მარტი 2017
ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, შპს ქ. თბილისის №4 საოჯახო მედიცინის ცენტრში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. 

ისნის №8 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამედიცინო ცენტრში შეკრებილ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. დეპუტატის განცხადებით, აქციის მიზანი იმ ქალთა დახმარებაა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„მინდა, გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღესასწაული მივულოცო ყველა მანდილოსანს, ვუსურვო ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე. ჯანმრთელობა-შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის განმსაზღვრელი ფაქტორია. დროული დიაგნოსტიკა დაავადებების დამარცხების და ჯანმრთელობის საწინდარია. აქციის მიზანიც სწორედ ეს არის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მედიცინის საოჯახო ცენტრთან. მინდა, მადლობა გადავუხადო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ჭედიას, ადმინისტრაციას და სამედიცინო პერსონალს აქტიური თანამშრომლობისთვის. აქციის ფარგლებში პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდათ ექოსკოპიური გამოკვლევები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა. საქველმოქმედო აქცია ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

საქველმოქმედო აქცია ირაკლი აბუსერიძის და შპს. თბილისის №4 საოჯახო მედიცინის ცენტრის ეგიდით, უკვე მესამე წელია, იმართება. აღსანიშნავია, რომ დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მრავალი ქალის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R