საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

29 იანვარი 2020
ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

„ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების მასობრივ სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის უმნიშვნელოვანესია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბევრი სივრცე ეწყობა სპორტული ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობების გაზრდისთვის.
მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც მოიაზრებს ვაზისუბნის მე-3მ/რ-ის მე-2 კვარტალში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, გიორგი ნანუაშვილის სახელობის სპორტული მოედნის მოწყობას, სადაც მისი მემორიალური დაფაც განთავსდება.
ამავდროულად, ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები ვაზისუბნის დასახლების მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოეწყობა თანამედროვე სპორტული მოედნები. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მისამართზე ხდება საყრდენი კედლებისა და კიბეების რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ირაკლი აბუსერიძესთან ერთად საკრებულოს წევრმა, ლევან დავითაშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა, ხვიჩა ჩალაბაშვილმა დაათვალიერეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R