საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

მედია და საზოგადოება 05 მაისი 2023
ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.
 
დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის თავდაცვის ძალების გენერლები და ადმირალები შედიან, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური/ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კურტის სკაპაროტი ხელმძღვანელობს.
 
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე.
 
დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას, რეგიონში აშშ-ის გაზრდილი ჩართულობის და პირველ ყოვლისა, საქართველოს ნატო-ში გაწევრების გადაუდებელ საჭიროებას.
 
„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას. ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაზრდისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
 
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში გადადგმული ნაბიჯებისთვის, მადლობა გადაუხადა.
 
ამერიკელი სტუმრების მხრიდან ხაზი გაესვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, ქართული თავდაცვის ძალების როლს, ქართველი ჯარისკაცების სიმამაცეს და თავდადებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
 
შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, კომიტეტის წევრები: რესან კონცელიძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო ესწრებოდნენ.
 
აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ლეისი მონაწილეობდნენ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R