ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 23 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს.
„საქართველოს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიიდან“ გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები აქვს და სწორედ ამ საკითხებზე იყო დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა საქართველოში რეგიონალიზმის და განსაკუთრებით, თვითმმართველობის განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ქადაგიშვილმა.
