საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 ნოემბერი 2023
ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ხიდეკის შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 

„იაპონიის ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საქართველო და იაპონია კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენ მაღალი დონის ვიზიტი გვქონდა იაპონიაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ვითარდება. ბატონმა ელჩმა მოგვილოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ იაპონია ევროკავშირის ძალიან ძლიერი პარტნიორია და აქედან გამომდინარე, მისი ქვეყანა საქართველოს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ინტეგრაციის პროცესში და ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯის გადადგამს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე კონკრეტული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

 

„კასპში იგეგმება მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ცნობილი იაპონელი პიანისტის მონაწილეობით. ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული ღონისძიების გამართვა იმ რეგიონში, სადაც ოკუპირებული სოფლებია და ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილებით იქნება. ასევე, ჩვენ გვაქვს დიდი ინტერესი, რომ ჩავატაროთ იაპონური ფილმების ფესტივალი საქართველოში. ზოგადად, ბატონ ელჩს აქვს ბევრი იდეა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და კულტურის სფეროში, რაც ძალიან გვაერთიანებს საქართველოს და იაპონიას, ბევრი საინტერესო აქტივობა გვქონდეს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R