საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ზარქუა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ლონდონის წარმომადგენლობას შეხვდა

მედია და საზოგადოება 03 დეკემბერი 2021
ირაკლი ზარქუა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ლონდონის წარმომადგენლობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ შეხვედრა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ლონდონის წარმომადგენლობასთან გამართა.

შეხვედრაზე, რომელიც ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, ყურადღება აღნიშნული ფონდის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.


როგორც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ განაცხადა, ორგანიზაცია საქართველოში ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ახალ მრავალწლიან პროგრამას გეგმავს, რომლის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად ადგილობრივი თვითმმართველობაა მოაზრებული და, შესაბამისად, ფონდის წარმომადგენლობა დაინტერესებულია კომიტეტის პრიორიტეტებით და სტრატეგიული ხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რომელთა გათვალისწინება და ასახვა მოხდება პროგრამაში და სამომავლო საქმიანობაში.


„ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი უკვე წლებია თანამშრომლობს საქართველოსთან, მათ შორის პარლამენტთან და მის კომიტეტებთან საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით და, მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენს კომიტეტთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. ახალი პროგრამა, რომლის განხორციელებას გეგმავს ფონდი, გარემოს დაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას ეხება. საპილოტედ შერჩეულია რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სხვადასხვა აქტივობა უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ მათი ხედვა ემთხვევა ჩვენი კომიტეტის ხედვებს, ეს არის დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი საკრებულოების გაძლიერება, მათი უფლება-მოვალეობების უფრო მეტად გააზრება და ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგების მომტანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R