საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინე ფრუიძემ ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის გამოცდილება ღონისძიების - „პარლამენტების გაძლიერება კეთილსინდისიერების მექანიზმების საშუალებით“ მონაწილეებს გააცნო

07 ივნისი 2019
ირინე ფრუიძემ ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის გამოცდილება ღონისძიების - „პარლამენტების გაძლიერება კეთილსინდისიერების მექანიზმების საშუალებით“ მონაწილეებს გააცნო

პარლამენტში მიმდინარე რეგიონული კონფერენციის - „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება თემაზე: „პარლამენტების გაძლიერება კეთილსინდისიერების მექანიზმების საშუალებით“, რომლის ორგანიზატორი იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR).

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ დონეზე პარლამენტების მიერ კეთილსინდისიერების მექანიზმის შემუშავებისა და განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და რეფორმებს.
 
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ ღონისძიების მონაწილეებს ის გამოცდილება გააცნო, რომელიც საქართველოს პარლამენტს ეთიკის კოდექსის შემუშავებისა და მიღების კუთხით აქვს. 

ირინე ფრუიძემ დეტალურად ისაუბრა: ეთიკის კოდექსის პრინციპებზე, კოდექსში გაწერილი ქცევის წესებზე, მათ შორის, პარლამენტის წევრის მიერ საჩუქრის მიღებასთან და ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა კოდექსის დარღვევის შემთხვევების მონიტორინგზე და კოდექსის აღსრულების მექანიზმის - ეთიკის საბჭოს საქმიანობაზე. 

„შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს პარლამენტის გამოცდილებას და ინტერესი გამოხატეს, რომ მსგავსი ინსტრუმენტი თავიან პარლამენტებშიც დანერგონ“, -განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ირინე ფრუიძემ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი ქვეყნების და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R