საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომელიც სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა.


პროექტებით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.


მომხსენებლის განმარტებით, დაზვერვის სამსახური გარდაიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად და მისი სახელწოდება იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო, რომლის უფროსს და მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.


„ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სამსახურის ზედამხედველობას ასევე განახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მისივე განმარტებით, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სრულად ასახული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშში და ეს ანგარიში საქართველოს პარლამენტს, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 აპრილისა წარედგინება.


ასევე, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 აპრილისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტის ნდობის ჯგუფს ანალოგიურად წარუდგეს მოხსენებას წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მათ შორის, ეროვნული სადაზვერვო საქმიანობის სფეროში.


მომხსენებლის ინფორმაციით, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებას და ხარჯვას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სააგენტოს უფროსის წარდგინებით, დაამტკიცებს სააგენტოს დებულებას, საშტატო განრიგსა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას, ასევე, სააგენტოში სამსახურის გავლის წესს.


„ეს საქვეუწყებო დაწესებულება საკმაოდ დიდ ავტონომიურობას ინარჩუნებს. მას კონტინგენტის შერჩევის განსხვავებული წესი ექნება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მოსამსახურეებს ექნებათ ისეთი მაღალი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, როგორც დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს ამჟამად აქვთ.


„კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ფართო ავტონომიის პირობებში, საქართველოს უსაფრთხოების წარმატებული საქმიანობისათვის, აუცილებელია არსებული რესურსების გაერთიანება“, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.


​საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R