საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იუსტიციის სამინისტროში გივი მიქანაძის თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

მედია და საზოგადოება 17 ივნისი 2025
იუსტიციის სამინისტროში გივი მიქანაძის თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა.


წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ აკადემიური წრეებისთვის, არასრულწლოვანებთან მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„სახელმძღვანელო თავისი შინაარსით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს. სახელმძღვანელოზე დაფუძნებით შესაძლებელია სპეციალური კურსის შემუშავება, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, მათ შორის, დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის აღსრულების კომპონენტებზე გაამახვილებს ყურადღებას. სახელმძღვანელოს მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ აკადემიურ სივრცეს, ის საინტერესო და გამოყენებადი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. გვჯერა, რომ სახელმძღვანელო შესაბამის გამოხმაურებას მოიპოვებს როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე იმ ახალგაზრდებში, რომლებიც მომავალში საქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით გეგმავენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


წიგნში განხილულია: არასრულწლოვანთა დანაშაული და მისი პრევენცია; განრიდება და მედიაცია - აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც პრევენციის საუკეთესო საშუალება; პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა და სხვა.


სახელმძღვანელოს ავტორები არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გივი მიქანაძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, იოსებ ვარძელაშვილი.


სახელმძღვანელო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მინისტრის მოადგილეები: მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი; პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R