ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ ზაალ მიქელაძე აირჩიეს
მედია და საზოგადოება 17 თებერვალი 2025

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრი ზაალ მიქელაძე აირჩია.
ზაალ მიქელაძე საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრია. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, რომელიც ოპოზიციისთვის არის განსაზღვრული, დღემდე ვაკანტური იყო.