საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში შეხვედრა გამართეს

მედია და საზოგადოება 03 Dec 2025
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში შეხვედრა გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „კიბერბულინგი და ონლაინ სივრცეში ძალადობა“. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე.

„ციფრულ სივრცეში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება გვსურს. ისინი ყველაზე მეტად არის ჩართული ონლაინ სამყაროში და შესაბამისად, ყველაზე მოწყვლადი სხვადასხვა სახის ონლაინ ზეწოლისა და ძალადობის მიმართ. ახალგაზრდების განათლება, ინფორმირება და გაძლიერება არის აუცილებელი ნაბიჯი უსაფრთხო ციფრული გარემოს შესაქმნელად“, - განაცხადა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ.

ტრენინგზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, ახალგაზრდები გაეცნენ უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაციის წესებს და მიიღეს რჩევები, როგორ დაიცვან თავი ონლაინ სივრცეში ძალადობისგან.

„ახალგაზრდები გაეცნენ ონლაინ სივრცეში კიბერდანაშაულის ნაირსახეობებს. მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ციფრულ სივრცეში, ვის უნდა მიმართონ ბულინგის, ზეწოლის თუ შანტაჟის შემთხვევაში. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R