საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხათუნა სამნიძე კელი დეგნანს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 მარტი 2022
ხათუნა სამნიძე კელი დეგნანს შეხვდა

„რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთობლივად იღებდეს გადაწყვეტილებებს.


„მთავარი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ, იყო რეგიონში შექმნილი ვითარება და ის მძიმე სურათი რაც გვაქვს - ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა. ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინაში, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ომი და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული იყოს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ხელისუფლება და ოპოზიცია ახერხებდეს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ერთობლივად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ერთობლივად იხილავდეს ისეთ საკითხებს, რომელიც პირდაპირ ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას - რა ნაბიჯებია დაგეგმილი, რა არის ხელისუფლების ხედვა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნაში დაცული იყოს თითოეული მოქალაქე, ეროვნული ინტერესები და რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, რომ გვერდში უდგას ჩვენს პარტნიორს - უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს“, - განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ.


კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.


„ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც შეეხება რეგიონში მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს უკრაინაში ბატონი პუტინისა და კრემლის მიერ, რომელიც, რა თქმა უნდა, არაპროვოცირებული იყო და ამას შეეწირა ბევრი ბავშვი და დაზარალდა უკრაინელი მოსახლეობა. ასევე, განვიხილეთ ვაშინგტონში ჩემ მიერ გამართული შეხვედრები, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს მხარდაჭერაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოში შევხვდეთ ყველა პოლიტიკურ მხარეს. რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მთავარი გზავნილი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს არის ის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R