საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან მახაშვილმა მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 10 Mar 2025
ლევან მახაშვილმა მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მონაწილეობა მიიღო მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში.

 

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ლევან მახაშვილმა აღნიშნა ის რამდენიმეწლიანი სამუშაო პროცესი, რომელიც წინ უძღოდა 2022 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მომხმარებლის უფლებათა დაცვის კანონის მიღებას.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის მიღებით საქართველოში დამკვიდრდა მომხმარებლის უფლების სფეროში ევროპული სტანდარტის საკანონმდებლო ჩარჩო. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის სახელით, გამოთქვა მარეგულირებელ სააგენტოებთან, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის მზადყოფნა აღნიშნული კანონმდებლობის პრაქტიკაში შემდგომი ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

გარდა ამისა, ლევან მახაშვილმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოების და ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, რათა შესაძლებელი იყოს დაინტერესებული მხარეების დროული ინფორმირება და მომხმარებლის პატივისცემაზე დაფუძნებული ქცევის კულტურის დამკვიდრება.

 

მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

 

კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის, მარეგულირებელი კომისიების, აკადემიური წრის, ბიზნეს სექტორისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R