საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 20 ნოემბერი 2024
მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

 

„საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ სწორედ ის, რომ მოხერხდა სრულიად დერეგულირებული სამომხმარებლო სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. კანონი, რომელიც 2022 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა აერთიანებს ევროკავშირის 6 დირექტივას და 1 რეგულაციას. ამ თვალსაზრისით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის მიღება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რაც განხორციელდა იმისათვის, რომ საქართველოს მიეღო ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტის დანერგვას საქართველოში.

 

კონფერენცია ყოველწლიურად, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით იმართება.

 

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში 15-მა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R