საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირმა ზავრადაშვილი 169-ე სკოლას ესტუმრნენ

მედია და საზოგადოება 16 სექტემბერი 2025
მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირმა ზავრადაშვილი 169-ე სკოლას ესტუმრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილი თბილისის 169-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.

პარლამენტის წევრებმა ახლად რეაბილიტირებული სკოლის შენობა დაათვალიერეს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციას. სკოლაში შექმნილია ისეთი გარემო, რომ მოსწავლემ იფიქროს სწავლაზე, განვითარებაზე და არა მხოლოდ ცოდნა მიღოს, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო მოქალაქედ ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ასევე, დეპუტატებმა 169-ე სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

„სკოლის არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. ზოგიერთი მათგანი სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, ზოგი კი პროფესიული განათლების მიმართულებით აგრძელებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს და მიზნების მიღწევას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ზავრადაშვილმა.

„169-ე სკოლა ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა არა მხოლოდ მედალოსნების ნაწილში, არამედ სპორტის მიმართულებითაც. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სკოლაში ხვიჩა კვარაცხელია სწავლობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სკოლა კიდევ არაერთ წარმატებულ ადამიანს აღზრდის“, - აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R