საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 13 თებერვალი 2026
მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება ის საგანმანათლებლო საფეხურია, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს და უზრუნველყოფს ინტელექტუალური რესურსის სწრაფ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე.

 

„აღნიშნულ კონკურსს საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს. კონკურსის ფარგლებში, ჩვენი მთავარი აქცენტი ინკლუზიური განათლებაა. ინკლუზიური მიდგომის და თითოეული ადამიანის საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, განათლების სისტემა ვერ იქნება სრულყოფილი. ეს არის სწორედ ის ერთობა და თანამშრომლობა, რომელიც საბოლოოდ აყალიბებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომლის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

 

2025 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

 

კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა.

 

საქართველოს პარლამენტის ყოველწლიური სპეციალურ პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის გადაეცა კოლეჯს „ახალი ტალღა“.

 

წელს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის სპეციალური პრიზი გადასცა სტუდენტ საბა ფუთურიძეს.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ვალიდ აბუ-ჰაიამ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ხანდოლიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

ღონისძიებას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R