საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მიხეილ სარჯველაძემ და ალუდა ღუდუშაურმა ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებულ პატიმრებს ახალი ცხოვრების დასაწყისი მიულოცეს

მედია და საზოგადოება 20 Apr 2022
მიხეილ სარჯველაძემ და ალუდა ღუდუშაურმა ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებულ პატიმრებს ახალი ცხოვრების დასაწყისი მიულოცეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პატიმრებს დახვდნენ.

 

დეპუტატებმა პატიმრებს გათავისუფლება და ახალი ცხოვრების დასაწყისი მიულოცეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანიზმის დემონსტრირებაა. მისივე თქმით, როდესაც ადამიანები ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებას ახალი იმედებით, ახალი ცხოვრების დაწყების ენთუზიაზმით, ეს ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობებსა და ემოციებს იწვევს.

 

„შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება მუდმივი მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს პატიმრების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები კანონთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უნდა წაერთვათ ხელმეორედ ცხოვრებაში ჩართვის, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობა. ამიტომ ამნისტიით იქნება თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელიც რესოციალიზაციისათვის კარგ საშუალებად მიიჩნევა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ექნება მხარდაჭერა ხელისუფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონით სასჯელი შეუმცირდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდ პანდემიის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა და შეზღუდვების პირობებში სასჯელის მოხდა მოუწიათ.

 

„როდესაც პაემნები შეზღუდული იყო, ასეთი პირობები საკმაოდ რთული იყო პატიმრებისთვის და ამის დაკომპენსირების მიზნით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ. ამნისტია გულისხმობდა სასჯელის გარკვეული ვადით შემცირებას, რომელიც პანდემიის შეზღუდვების თანაბარზომიერი იქნებოდა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

პატიმრების 3 კატეგორიაა, ვისაც განსხვავებულად მიუდგა კანონი: 2 წლამდე თავისუფლებააღკვეთილ პირებს სასჯელი შეუმცირდა 45 დღით; ხანდაზმულ პირებს, ქალებსა და არასრულწლოვნებს - 105 დღით, ხოლო პირებს, რომელთაც 2 წელზე მეტი ვადით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი, 75-დღიანი შეღავათი შეეხოთ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R