საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 Feb 2026
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრა ბაიერთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის საქართველოს დელეგაციის დაბრუნებაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.


ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის წარადგინოს საკუთარი დელეგაცია ასამბლეაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციის მანდატების აღიარება მოხდება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.


მისი თქმით, საქართველო ვერ დაეთანხმება რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან უსამართლო პირობების წამოყენებას დელეგაციის უფლებამოსილების ცნობისთვის.


„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრისას აღვნიშნე, რომ თუ საქართველოს დელეგაციის მანდატები სრულფასოვნად და უპირობოდ იქნება აღიარებული, საქართველო მზად არის დაბრუნდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი.


შეხვედრაში მონაწილეობდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 Jun 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R