საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 მაისი 2026
ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.

 

მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე კავშირების შემდგომ განვითარებას.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე კონფლიქტებს, მათ შორის, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისევე როგორც „შუა დერეფნის“ პოტენციალის სრულად ათვისების პროცესში.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე, მათ შორის, თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

 

ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ სირთულეების დაძლევასა და საქართველო-ევროკავშირს შორის ღია დიალოგის აღდგენაში.

 

ქართულმა მხარემ იტალიელ სენატორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ.

 

თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

 

აღინიშნა, რომ საქართველო იტალიისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რის გამოც იტალიური მხარე მზად არის, ხელი შეუწყოს ქვეყანას საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაში.

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R