საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 05 მარტი 2026
ნიკოლოზ სამხარაძე სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობს.
 
„მე წარმოვადგენ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხის სუვერენიტეტსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
 
მისი თქმით, საქართველო არაერთხელ გახდა მემარცხენე რადიკალური ჯგუფების თავდასხმის ობიექტი, მათ შორის დასავლეთის მხარდაჭერით.
 
„ჩვენ ვიყავით ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის მსხვერპლნი. როდესაც უცხოურ ჩარევაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას; არამედ, ვგულისხმობ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აშშ-დან და ევროპიდან ფინანსდებოდნენ და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციის შელახვაზე, ასევე არეულობის, ძალადობისა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წახალისებაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
 
მან ყურადღება გაამახვილა მშობელთა შეხედულებების გამო შვილების შევიწროების ფაქტებზე, რომელზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაშიც არის წარმოდგენილი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე გახდა თავდასხმის მსხვერპლი თავის შვილებთან ერთად, როდესაც მას მემარცხენე რადიკალები მისი აზრის გამო დაესხნენ თავს. მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომლის წინაშეც ყველა დგას.
 
ნიკოლოზ სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
 
„ახალი ადმინისტრაციის არჩევასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ. ჩვენი ღირებულებები - ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები - არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძველი. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R