საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ენერგოდამოუკიდებლობაზე ისაუბრა

მედია და საზოგადოება 05 მარტი 2026
ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ენერგოდამოუკიდებლობაზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე.
 
პანელში  ამერიკელი კონგრესმენები, ავსტრიელი ევროპარლამენტარი და სერბეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 
სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. მისი თქმით, აღნიშნული პროცესები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო.
 
„ჩვენ ვიყავით ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირველი მსხვერპლნი. ეს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოხდა, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტი გვქონდა - რუსეთმა გამოიყენა თავისი ენერგეტიკული იარაღი ჩვენ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, დაბლოკა ენერგიის მიწოდება საქართველოში. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი - აზერბაიჯანი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორობა.
 
„1990-იან წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს ძალების გაერთიანება, რადგან აზერბაიჯანი იყო ქვეყანა, რომელმაც კასპიის ზღვაში ნავთობის მოპოვება დაიწყო და მათ ასევე სჭირდებოდათ ნავთობის ექსპორტი რუსეთის ალტერნატიული გზებით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
 
სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილია  სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რაც მისივე განცხადებით, გაასამმაგებს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას.
 
„ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ ჰიდრორესურსებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ვაპირებთ, რაც გაასამმაგებს და დააჩქარებს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ჩვენს რუმინელ, უნგრელ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R