საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა

მედია და საზოგადოება 01 ივლისი 2025
ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა.


ანგარიშში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმაცია მიანიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არ არის აღიარებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს სრულად აღასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც გულისხმობს რუსული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დაზარალებულ რეგიონებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ ჩართულობას.


​ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან პორტუგალიაში, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R