საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) 28 მარტი 2019
 ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“

სტრასბურგში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა გაიმართა. 

ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებების წამომადგენლებთან ერთად, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.

„ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ეს სხდომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორები საუბრობენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ბევრი მიმართულებით მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე ყოველდღიურ საფრთხეებზე. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან, ეს საკითხი მუდმივად იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასების საგანი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხები. 

„ეს გამოწვევაა, როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ვთანხმდებით, რომ ამ საკითხზე ეფექტიანი ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში. ევროკავშირი გააგრძელებს და გააძლიერებს ამ საკითხებში საქართველოს მხარდაჭერას“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა
24 მარტი 2023

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

მსგავსი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტარებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრა გამართეს
22 სექტემბერი 2022

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტარებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა
21 სექტემბერი 2022

საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად
21 სექტემბერი 2022

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად

მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა
11 თებერვალი 2022

მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R