საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძე: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

04 აპრილი 2019
ნინო გოგუაძე: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

დღეს თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა GRASS-ის, CRRC-ის და IDFI -ის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრა შეეხებოდა ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებების დეტალურ განხილვას და ინფორმაციის დაზუსტებას.

თემატური მოკვლევის ჯგუფი აპრილის თვის განმავლობაში ზეპირ მოსმენებს ყველა იმ 17 ორგანიზაციასთან ჩაატარებს, რომელთაც წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე თუ რა მტკიცებულებას ეყრდნობა მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. ვიმსჯელეთ, როგორ დამუშავდეს შემდგომში ეს ინფორმაცია, რომელიც როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო უწყებებს კიდევ უფრო ნათელ სურათს შეუქმნის თუ როგორ მუშაობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია საქართველოში. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ რომელი სახელმწიფო უწყებები იყვნენ მოწვეული ამ პროცესში. გამოიკვეთა განათლების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ძალოვანი სტრუქტურების როლი, მათი მონაწილეობა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება საკითხზე სწორი დასკვნების მომზადებისთვის“, - განაცხადა ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ.

შემდეგ ეტაპზე ზეპირი მოსმენები აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებთან გაიმართება. მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფიდან ზეპირ მოსმენას ირინა ფრუიძე, გიორგი ხატიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი და გიორგი ბოკერია ესწრებოდნენ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მიღებული მასალების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე >>>

პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R